„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
4387-Iს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2011-03-11
გამოქვეყნების თარიღი
2011-03-17
სარეგისტრაციო კოდი
230000000.05.001.016198
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998, გვ. 37) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბუნებრივი რესურსების სააგენტო, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები − დაცული ტერიტორიების სააგენტო და გარემოს ეროვნული სააგენტო, როგორც მოსარჩელე ან მოპასუხე, – სარჩელებზე გარემოს გაჭუჭყიანებისა და გარემოს დაცვის კანონმდებლობის სხვა დარღვევების შედეგად სახელმწიფოსათვის მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად ბიუჯეტში თანხების გადახდევინების შესახებ;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი            მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 11 მარტი.

№4387–Iს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია