საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლის ფიცის ტექსტის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
458
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
1998-08-07
გამოქვეყნების თარიღი
1998-08-14
სარეგისტრაციო კოდი
110050000.05.002.000001
საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლის ფიცის ტექსტის დამტკიცების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №458

1998 წლის 7 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლის ფიცის ტექსტის დამტკიცების შესახებ

 "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანული კანონის თანახმად დამტკიცდეს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლის თანდართული ფიცის ტექსტი.

ე. შევარდნაძე

 

 

მოსამართლის ფიცი

 

ღვთისა და ერის წინაშე ვფიცავ,

ყოველივეს ვიღონებ, რათა:

- ღირსვმსახურებდე სიმართლესა და სამართლიანობას;

- ერთგულად ვიცავდე ადამიანის უფლებებს, საქართველოს კონსტიტუციასა და კანონებს;

- განვსჯიდე უანგაროდ, ცოდნითა და რწმენით;

- ვიყო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი;

- პირნათლად ვასრულებდე მოსამართლის მაღალ დანიშნულებას!

კრებსითი — სრული ვერსია