„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს N16 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
14
მიმღები ორგანო
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-03-15
გამოქვეყნების თარიღი
2011-03-25
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.151.016033
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს N16 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14

2011 წლის 15 მარტი

დ. სტეფანწმინდა

„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების „კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს №16 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

   „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :

    მუხლი 1

 „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს №16 დადგენილებით დამტკიცებულ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები:

1. მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი სახის „რ“, „ს“,“ტ“ და „უ“ ქვეპუნქტები:

„რ) ახალგაზრდობის საქმეთა სფეროში სახელმწიფოებრივი პოლიტიკის განხორციელების კოორდინაციას;

ს) განსაკუთრებით ნიჭიერი ახალგაზრდობისათვის სახელმწიფოს მხარდაჭერის კოორდინაციას;

 ტ) ახალგაზრდობის თავისუფალი დროის ორგანიზებასა და ცხოვრების ჯანსაღი         წესებისათვის დანერგვის ხელშეწყობას;

   უ) ახალგაზრდობის პრობლემების გადაჭრისათვის მიზნობრივი პროგრამების შემუშავებისა და რეალიზაციის უზრუნველყოფას.“.

    მუხლი 2

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                    გ. მალანია

 

კრებსითი — სრული ვერსია