საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა გრძელვადიანი მივლინების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
180
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
1998-03-27
გამოქვეყნების თარიღი
1998-03-31
სარეგისტრაციო კოდი
010240040.05.002.000001
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა გრძელვადიანი მივლინების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №180

1998 წლის 27 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა გრძელვადიანი მივლინების შესახებ

 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით,თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და ახალი კვალიფიკაციური კადრების მოზიდვის, აგრეთვე დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებებისათვის ქმედითი დახმარების აღმოჩენის ხელშეწყობის მიზნით:

1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიეცეს უფლება საერთაშორისო ორგანიზაციებში, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში გრძელვადიან მივლინებაში მყოფი თანამშრომლის ვაკანტურ თანამდებობაზე, გაგზავნიდან ერთი თვის შემდეგ, მივლინების ვადით მიიღოს სხვა პირი.

2. გრძელვადიანი მივლინების პერიოდში მოსამსახურეს შეუნარჩუნდეს მოხელის ან დამხმარე მოსამსახურის დაკავებული თანამდებობა და ერთი თვის ხელფასი.

3. ეს ბრძანებულება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე და მოქმედებს უცხო სახელმწიფოში გრძელვადიან მივლინებაში მოსამსახურის გაგზავნის წესის, მისი სამივლინებო ხარჯების ანაზღაურებისა და ამასთან დაკავშირებით სხვა სოციალური გარანტიების განმსაზღვრელი ნორმატიული აქტების მიღებამდე.

ე. შევარდნაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია