"საქართველოს და ყაზახეთის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 19 მარტის №53 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
114
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-03-11
გამოქვეყნების თარიღი
2011-03-16
სარეგისტრაციო კოდი
010220020.10.003.016275
"საქართველოს და ყაზახეთის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 19 მარტის №53 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №114

2011 წლის 11 მარტი

ქ. თბილისი

,,საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 19 მარტის №53 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ,,საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 19 მარტის №53 დადგენილებაში (სსმ III, 2005 წელი, №33, მუხლი 332) შეტანილ იქნეს ცვლილებები და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად შეიქმნას საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის საქართველოს მხარე შემდეგი შემადგენლობით:

ვერა ქობალია – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

მალხაზ აკიშბაია – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე

ჯამბულ ბაკურაძე – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე

ქეთევან ბოჭორიშვილი – სსიპ – ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი

თეა გიორგაძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი

გოგიტა გვენეტაძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი

ირაკლი ეზუგბაია – შპს ,,საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი

დავით იოსელიანი – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე

გრიგოლ კაკაურიძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ტექნიკური და სამშენებლო ინსპექციის უფროსი

პაატა კალანდაძე – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ყაზახეთისა და ყირგიზეთის რესპუბლიკებში

სერგო კალაძე – საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საერთაშორისო პროგრამების სამმართველოს უფროსი

რუსუდან კემულარია – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

თამარ კოვზირიძე – საქართველოს მთავრობის კანცელარიის საგარეო ურთიერთობათა საკითხებში მრჩეველთა ჯგუფის (სამსახური) უფროსი – პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი

ირაკლი მატკავა – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე

ნინო მიქანაძე – სსიპ – სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს, მეტროლოგიის ინსტიტუტის დირექტორი

მაია სიდამონიძე – სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე

ირაკლი ქაშიბაძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსი

ნანა შავიძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობის და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, კომისიის მდივანი

ალექსანდრე ხეთაგური – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი

დავით ჯალაღანია – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

მიხეილ ჯანელიძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობის და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი

ზურაბ ჯანჯღავა – შპს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ გენერალური დირექტორი.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                                                                              ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია