საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ 2008 წლის პროგრამა ,,ბავშვზე ზრუნვის~ ფარგლებში `ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სკოლისშემდგომი განათლების~ ქვეპროგრამაში ჩართული სტუდენტების სწავლის ღირებულების დაფინანსების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
119
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-03-11
გამოქვეყნების თარიღი
2011-03-16
სარეგისტრაციო კოდი
430030000.10.003.016280
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ 2008 წლის პროგრამა ,,ბავშვზე ზრუნვის~ ფარგლებში `ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სკოლისშემდგომი განათლების~ ქვეპროგრამაში ჩართული სტუდენტების სწავლის ღირებულების დაფინანსების შესახებ

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №119

2011 წლის 11 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ 2008 წლის პროგრამა ,,ბავშვზე ზრუნვის“ ფარგლებში „ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სკოლისშემდგომი განათლების“ ქვეპროგრამაში ჩართული სტუდენტების სწავლის ღირებულების დაფინანსების შესახებ

მუხლი 1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სა­მინისტრომ 2008 წლის პროგრამა „ბავშვზე ზრუნვის“ ფარ­გლებში „ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სკოლის­შემდგომი განათლების“ ქვეპროგრამაში ჩართული სტუდენტების (შემდგომში – სტუდენტები) სწავლის ღირებულების დაფინან­სების მიზნით:

1. დააფინანსოს იმ სტუდენტთა სწავლის ღირებულება, რო­მ­ლებიც ამ დადგენილების ძალაში შესვლის დროისათვის სწა­ვლობენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკ­რე­დიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბა­­კალავრიატისა და დიპლომირებული მედიკოსის/სტომატო­ლო­გის/ვეტერინარის, აგრეთვე დიპლომირებული სპეციალისტის სა­განმანათლებლო პროგრამებზე ან არააკრედიტებული უმაღლე­სი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტებულ საგანმა­ნათ­ლებლო პროგრამებზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სტუ­დენტთა სწავლის ღირებულება დაფინანსდება „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კა­ნონით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინის­ტროს ასიგნებებით გათვალისწინებული სახელმწიფო სასწავ­ლო გრანტიდან (ორგანიზაციული კოდი – 32 12 02) მათი ჩა­რი­ცხვის მომენტისათვის მოქმედი, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სახელმწიფო სასწავლო გრანტის მაქსიმა­ლური ოდენობის ფარგლებში.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                                                                              ნ. გილაური

 

კრებსითი — სრული ვერსია