`ფიტოსანიტარიული სერტიფიკატისა და რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის ფორმებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №427 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
116
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-03-11
გამოქვეყნების თარიღი
2011-03-16
სარეგისტრაციო კოდი
340170000.10.003.016277
`ფიტოსანიტარიული სერტიფიკატისა და რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის ფორმებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №427 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №116

2011 წლის 11 მარტი

ქ. თბილისი

„ფიტოსანიტარიული სერტიფიკატისა და რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის ფორმებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №427 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „ფიტოსანიტარიული სერტიფიკატისა და რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის ფორმებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №427 დადგენილებით დამტკიცებულ წესში (სსმ, 11/01/2011) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ფიტოსანიტარიულ სერტიფიკატს/რეექსპორტის ფიტოსანიტარიულ სერტიფიკატს გასცემს:

 ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – ეროვნული სააგენტო);

ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ კონტროლის ზონებში – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური (შემდგომში – შემოსავლების სამსახური), გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სერტიფიკატის გაცემისათვის აუცილებელია:

ბ.ა) ნიმუშის აღება ანალიზისათვის;

ბ.ბ) დამუშავება.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                                                                              ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია