საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/361
2011 წლის 14 მარტი
ქ. თბილისი
„ფეროშენადნობთა წარმოების უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 16 იანვრის №1-1/58 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „ფეროშენადნობთა წარმოების უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 16 იანვრის №1-1/58 ბრძანებასა (სსმ III, 25.01.2008, №12, მუხ. 169) და მითითებული ბრძანებით დამტკიცებულ წესებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „რ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:”
2. წესების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ვ. ქობალია