,,საქართველოს მთავრობის კანცელარიის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 ივნისის №96 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
240
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2005-12-28
გამოქვეყნების თარიღი
2005-12-30
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.10.003.000.374
,,საქართველოს მთავრობის კანცელარიის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 ივნისის №96 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №240

2005 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს მთავრობის კანცელარიის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 ივნისის №96 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს მთავრობის კანცელარიის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 ივნისის №96 დადგენილებაში (სსმ III, 2005 წელი, №67, მუხლი 716) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს მთავრობის კანცელარიის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვროს 179 ერთეულით“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული №10 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №10

საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტი

 

№

თანამდებობათა დასახელება

საშტატო ერთეულის რაოდენობა

1.

საფინანსო განყოფილების უფროსი – მთავარი ბუღალტერი

1

2.

მთავარი სპეციალისტი

2

3.

წამყვანი სპეციალისტი

3

4.

სამეურნეო და ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი

1

5.

მთავარი სპეციალისტი

5

6.

წამყვანი სპეციალისტი

5

7.

სატრანსპორტო უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი

1

8.

მთავარი სპეციალისტი

1

9.

წამყვანი სპეციალისტი

1

 

 სულ:

20

                                                                                                                                                        “.

2. საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსმა პ. მამრაძემ საქართველოს მთავრობის კანცელარიის სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით უზრუნველყოს შესაბამის ღონისძიებათა განხორციელება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია