„თვითმმართველი ქალაქი რუსთავის სარკებულოს დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №1 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
68
მიმღები ორგანო
თვითმმართველი ქალაქი რუსთავი
მიღების თარიღი
2011-03-11
გამოქვეყნების თარიღი
2011-03-23
სარეგისტრაციო კოდი
010250040.35.160.016051
„თვითმმართველი ქალაქი რუსთავის სარკებულოს დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №1 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს

დადგენილება №68

2011 წლის 11 მარტი

ქ. რუსთავი

„თვითმმართველი ქალაქი რუსთავის სარკებულოს დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №1 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქ რუსთავის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

შევიდეს ცვლილება დადგენილებით დამტკიცებულ „თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს დებულებაში და მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „ქ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„ქ1. გასცემს მშენებლობის ნებართვას და შენობა-ნაგებობის ვარგისიანად აღიარების (ექსპლუატაციაში მიღების) აქტს, მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ ადმინისტრაციული წარმოების შედეგად მომზადებული დასკვნის საფუძველზე. აღნიშნული დასკვნა წარმოადგენს მშენებლობის ნებართვის განუყოფელ ნაწილს.“

    მუხლი 2

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე        კ. გურგენიძე

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია