„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ორგანული კანონი
დოკუმენტის ნომერი
331
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2000-05-30
გამოქვეყნების თარიღი
2000-05-31
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონი

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997 წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 49-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. მოსამართლის გამწესება შესაბამისი ან ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოში შესაძლებელია მხოლოდ მისი სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ფარგლებში.“.

2. 69-ე მუხლის პირველ პუნქტში სიტყვის „მოსამართლე“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „და პირი, რომელსაც ამ კანონის 852 მუხლის შესაბამისად დაეკისრა სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელება,“.

3. 73-ე მუხლის მე-2 პუნქტში და 75-ე მუხლში სიტყვები „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში“ შეიცვალოს სიტყვებით „სამოსამართლო სწავლების ცენტრში“.

4. 852 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებაში სიტყვის „(საქალაქო)“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ან საოლქო“, ხოლო მეორე წინადადებაში სიტყვა „ექვსი“ შეიცვალოს სიტყვით „თვრამეტი“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                              ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2000 წლის 30 მაისი.

№331–IIს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია