„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
36/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2011-03-11
გამოქვეყნების თარიღი
2021-08-03
სარეგისტრაციო კოდი
430210000.22.022.016076
„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ"

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება № 36/ნ

2011 წლის 11 მარტი

ქ. თბილისი

ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ

 

„ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

 

მუხლი 1 .

დამტკიცდეს ეროვნული სასწავლო გეგმა დანართის შესაბამისად.

 

მუხლი 2.

ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ეროვნული სასწავლო გეგმის დამკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 28 სექტემბრის №841 ბრძანება 2011 წლის 1 სექტემბრიდან.

 

მუხლი 3 .

ამ ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული გეგმის:

ა) პირველი და მეორე კარი, გარდა 49-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე- 8 და მე-9 პუნქტებისა ამოქმედდეს 2011 წლის 1 სექტემბრიდან;

ბ) 49-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ამოქმედდეს 2012 წლის 1-ლი სექტემბრიდან;

გ) 49-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები ამოქმედდეს 2013 წლის 1-ლი სექტემბრიდან;

გ1) 49-ე მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტები ამოქმედდეს 2016 წლის პირველი სექტემბრიდან;

დ) მესამე კარის XI, XII, XV, XVI, XVII, XX, XXI, XXIV, XXV, XXVII, XXIX, XXXI, XXXIII, XXXV, XXXVI, XXXIX, XL, XLIII, XLIV, XLV, XLVI, XLVIII, XLIX, LI, LII, LIII , LIV თავები და მეოთხე კარი ამოქმედდეს 2011 წლის 1 სექტემბრიდან;

ე) მესამე კარის XIII, XIV, XVIII, XIX, XXII, XXIII, XXVI, XXVIII, XXX, XXXII, XXXIV, XXXVII, XXXVIII, XLI, XLII, XLVII, L, LV, LVI თავები ამოქმედდეს 2012 წლის 1 სექტემბრიდან;

ვ) მეხუთე კარი, გარდა LXVI თავისა, ამოქმედდეს 2012 წლის 1 სექტემბრიდან;

ზ) მეხუთე კარის LXVI თავი ამოქმედდეს 2011 წლის 1 სექტემბრიდან;

თ) არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის მესამე კარის XI, XII, XV, XVI, XVII, XX, XXI, XXIV, XXV, XXVII, XXIX, XXXI, XXXIII, XXXV, XXXVI, XXXIX, XL, XLIII, XLIV, XLV, XLVI, XLVIII, XLIX, LI, LII, LIII, LIV თავები ამოქმედდეს 2013 წლის 1 სექტემბრიდან;

ი) (ამოღებულია - 28.09.2016; №128/ნ);

კ) მესამე კარის XI, XII, XV, XVI, XVII, XX, XXI, XXIV, XXV, XXVII, XXIX, XXXI, XXXIII, XXXV, XXXVI, XXXIX, XL, XLIII, XLIV, XLV, XLVI, XLVIII, XLIX, LI, LII, LIII, LIV თავები და 49-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების მიზნებისათვის ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე;

ლ) მეექვსე კარის LXXXVI თავი ამოქმედდეს ამ ბრძანების გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №224/ნ - ვებგვერდი, 12.10.2012წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 30 მაისის ბრძანება №63/ნ - ვებგვერდი, 02.06.2014წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 7 სექტემბრის ბრძანება №118/ნ - ვებგვერდი, 08.09.2015წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016  წლის 28 სექტემბრის ბრძანება №128/ნ - ვებგვერდი, 29.09.2016წ.

 

დ. შაშკინი

 

კრებსითი — სრული ვერსია