„მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
4205-Iს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2011-02-22
გამოქვეყნების თარიღი
2011-03-10
სარეგისტრაციო კოდი
440000000.05.001.016183
„მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994, №№21–22, მუხ. 481) 103 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 103. დაწესებულების დირექტორი

1. დაწესებულებას წარმოადგენს მისი დირექტორი.

2. დაწესებულების დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                   მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 22 თებერვალი.

№4205–Iს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია