საქართველოს კანონი
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №41, 8.10.1997, გვ. 16) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-14 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) კომისიის წევრები – საქართველოს შინაგან საქმეთა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების შესაბამისი ტერიტორიული ორგანოების წარმომადგენლები;“;
ბ) მე-2 პუნქტის:
ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ.ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) მიიღოს გადაწყვეტილება მოქალაქის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის შესახებ;“.
2. მე-15 მუხლი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 25 თებერვალი.
№4258–Iს