“საქართველოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა სპეციალურ რეესტრში რეგისტრაციის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
55
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2004-07-09
გამოქვეყნების თარიღი
2009-05-20
სარეგისტრაციო კოდი
040.150.000.10.003.000.054
“საქართველოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა სპეციალურ რეესტრში რეგისტრაციის შესახებ“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №55

2004 წლის 9 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა სპეციალურ რეესტრში რეგისტრაციის შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ 2004 წლის 11 თებერვლის საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად საქართველოს მთავრობა ადგენს:

    მუხლი 1.

სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა აღრიცხვისა და მათი საქმიანობის საჯაროობის უზრუნველსაყოფად შეიქმნას სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა სპეციალური რეესტრი დანართის მიხედვით.

    მუხლი 2.

სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა სპეციალურ რეესტრში შეტანას ახორციელებს საქართველოს მთავრობა საქართველოს მთავრობის კანცელარიის იურიდიული დეპარტამენტის მეშვეობით.

    მუხლი 3.

1. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა სპეციალურ რეესტრში რეგისტრაციის საფუძველია:

ა) საქართველოს კანონი;

ბ) საქართველოს მთავრობის დადგენილება;

გ) საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება.

2. საქართველოს მთავრობის კანცელარია სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა სპეციალურ რეესტრში რეგისტრაციას უზრუნველყოფს შესაბამისი ნორმატიული აქტის ძალაში შესვლიდან 1 თვეში.

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 27 მაისის დადგენილება №89 - სსმ III, №64, 27.05.2005 წ., მუხ.671

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 20 მაისის დადგენილება №96 - სსმ III, №64, 27.05.2009 წ., მუხ.711

    მუხლი 4.

სპეციალურ რეესტრში შეტანისას რეგისტრაციის ნომერში მიეთითება შემდეგი 3 რიცხვი, რომელთაგან:

ა) პირველი რიცხვი აღნიშნავს კონკრეტული სამინისტროს კოდს;

ბ) მეორე რიცხვი აღნიშნავს საქვეუწყებო დაწესებულების რიგით ნომერს;

გ) მესამე რიცხვი აღნიშნავს წელს.

    მუხლი 5.

საქართველოს სამინისტროების კოდებია:

– განათლებისა და მეცნიერების – 01;

– გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების – 02;

– ეკონომიკური განვითარების – 03;

– ენერგეტიკის – 04;

– თავდაცვის – 05;

– იუსტიციის – 07;

– კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის – 08;

– ლტოლვილთა და განსახლების – 09;

– საგარეო საქმეთა – 10;

– სოფლის მეურნეობის – 12;

– ფინანსთა – 13;

– შინაგან საქმეთა – 14;

– შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის – 15;

 – სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა – 16;

– რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის – 17.

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 27 მაისის დადგენილება №89 - სსმ III, №64, 27.05.2005 წ., მუხ.671

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 20 მაისის დადგენილება №96 - სსმ III, №64, 27.05.2009 წ., მუხ.711

    მუხლი 6.

სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციისას სპეციალური რეესტრის გრაფაში „შენიშვნა“ მიეთითება სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შესახებ გამოცემული ნორმატიული აქტის ნომერი, თარიღი და კეთდება შესაბამისი აღნიშვნა.

    მუხლი 7.

1. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. საქართველოს მთავრობის კანცელარიამ ამ დადგენილების ძალაში შესვლიდან ორ კვირაში უზრუნველყოს მისი ძალაში შესვლამდე შექმნილი დაწესებულებების სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა სპეციალურ რეესტრში რეგისტრაცია.

პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია

შეტანილი ცვლილებები:

 1. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 27 მაისის დადგენილება №89 - სსმ III, №64, 27.05.2005 წ., მუხ.671

2. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 20 მაისის დადგენილება №96 - სსმ III, №64, 27.05.2009 წ., მუხ.711

სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა სპეციალური რეესტრი

№

სახელმწიფო საქვეუწყებო

დაწესებულების დასახელება

რეგისტრაციის №

რეგისტრაციის

თარიღი

ნორმატიული აქტის № და

გამოცემის თარიღი

შენიშვნა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია