„საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
50
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2004-06-12
გამოქვეყნების თარიღი
2011-03-16
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.10.003.000.051
„საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №50

2004 წლის 12 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

1. დამტკიცდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს თანდართული დებულება.

2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ (თ. ლებანიძე) მოამზადოს და საქართველოს მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარმოადგინოს დებულებით გათვალისწინებული სამინისტროს სისტემისა და სტრუქტურის ამოქმედებისათვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების პროექტების პაკეტი.

3.  დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი     ზ. ჟვანია

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს მთავრობის 2004 წლის 6 აგვისტოს დადგენილება  №66-სსმ III, №83, 10.08.2004წ; მუხ.733

2. საქართველოს მთავრობის 2004 წლის 24 ნოემბრის დადგენილება  №110-სსმ III, №137, 26.11.2004წ; მუხ.1228

3. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 3 ივნისის დადგენილება  №98-სსმ III, №68, 06.06.2005წ; მუხ.724

4. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 ივლისის დადგენილება  №114-სსმ III, №83, 15.07.2005წ; მუხ.904

5. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს დადგენილება  №139-სსმ III, №94, 12.08.2005წ; მუხ.1071

6. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ნოემბრის დადგენილება  №213-სსმ III, №139, 29.11.2005წ; მუხ.1532

7. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის  დადგენილება  №61-სსმ III, №35, 17.03.2006წ; მუხ.427

8. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 25 ოქტომბრის  დადგენილება  №195-სსმ III, №147, 30.10.2006წ; მუხ.2038

9. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის დადგენილება  №252-სსმ III, №176, 29.12.2006წ; მუხ.2387

10. საქართველოს მთავრობის 2007 წლის  31 იანვრის დადგენილება  №12-სსმ III, №17, 06.02.2007წ; მუხ.182

11. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 6 თებერვლის დადგენილება  №19-სსმ III, №20, 13.02.2007წ; მუხ.222

12. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის დადგენილება  №74-სსმ III, №56, 23.04.2007წ; მუხ.607

13. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 9 მაისის დადგენილება  №85-სსმ III, №65, 11.05.2007წ; მუხ.720

14. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 ივლისის დადგენილება  №157-სსმ III, №107, 31.07.2007წ; მუხ.1183

15. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 26 სექტემბრის დადგენილება  №210-სსმ III, №134, 26.09.2007წ; მუხ.1459

16. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 ოქტომბრის დადგენილება  №234-სსმ III, №151, 26.10.2007წ; მუხ.1672

17. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 იანვრის დადგენილება  №4-სსმ III, №4, 14.01.2008წ; მუხ.55

18. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის დადგენილება  №22-სსმ III, №21, 11.02.2008წ; მუხ.244

19. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 მარტის დადგენილება  №50-სსმ III, №38, 11.03.2008წ; მუხ.411

20. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 24 მარტის დადგენილება  №71-სსმ III, №45, 25.03.2008წ; მუხ.503

21. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 4 ივნისის დადგენილება  №133-სსმ III, №82, 10.06.2008წ; მუხ.883

22. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 აგვისტოს დადგენილება  №178-სსმ III, №123, 25.08.2008წ; მუხ.1272

23. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის დადგენილება  №7-სსმ III, №12, 02.02.2009წ; მუხ.142

24. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 მაისის დადგენილება  №93-სსმ III, №61, 19.05.2009წ; მუხ. 684

25. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 9 ივლისის დადგენილება  №187-სსმ III, №84, 12.07.2010წ; მუხ. 1211

26. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 ივლისის დადგენილება  №198-სსმ III, №89, 21.07.2010წ; მუხ. 1289

27. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 ივლისის დადგენილება  №207-სსმ III, №92, 28.07.2010წ; მუხ. 1354

28. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 აგვისტოს დადგენილება  №230-სსმ III, №98, 12.08.2010წ; მუხ. 1439

29. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 1 დეკემბრის დადგენილება  №367-სსმ III, №159, 06.12.2010წ; მუხ. 2241

30. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის დადგენილება  №408-სსმ III, №172, 31.12.2010წ; მუხ. 2481

31.  ძალადაკარგულია – საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის დადგენილება №132 -ვებგვერდი, 18.03.2011წ.

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სამთავრობო დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო მმართველობას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალურად გამოყენების, აგრეთვე მოსახლეობის ეკოლოგიური უსაფრთხოების სფეროში.

2. სამინისტრო მოქმედებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კონსტიტუციის, სხვა კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად.

3. საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებისას სამინისტრო უფლებამოსილია გასწიოს სახელმწიფო წარმომადგენლობა.

4. სამინისტროს აქვს დასრულებული ბალანსი და ანგარიში ხაზინაში, ხარჯთა ნუსხა და ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.

5. სამინისტრო ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე.

6. სამინისტრო ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს.

7. სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, გულუას №6.

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 ივლისის დადგენილება  №114-სსმ III, №83, 15.07.2005წ; მუხ.904

    მუხლი 2. სამინისტროს საქმიანობის სფერო და ამოცანები

1. სამინისტროს საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მართვის, აგრეთვე მოსახლეობის ეკოლოგიური უსაფრთხოების საკითხებში წარმოადგენს:

ა) ქვეყნის მდგრადი განვითარების ხელშეწობისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის დაგეგმვის სისტემის გამართვის მიზნით გარემოსდაცვით ღონისძიებათა პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა და მათი განხორციელების ორგანიზება;

ბ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, აგრეთვე მოსახლეობის ეკოლოგიური უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა და მისი განხორციელება;

გ) ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების კონცეფციების, ინდიკატორული გეგმების პროექტებისა და სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა;

გ1) ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოს დაბინძურების მონიტორინგის მართვის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება;

გ2) გეოლოგიის დარგის მართვის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება;

გ3) ამოღებულია;

დ) გარემოს მონიტორინგის ერთიანი სახელმწიფო სისტემის ორგანიზება;

ე) გარემოს მდგომარეობის ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების სახელმწიფო აღრიცხვის, ანგარიშგებისა და შეფასების ხელმძღვანელობა;

ვ) მოსახლეობის ეკოლოგიური უსაფრთხოების, აგრეთვე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სახელმწიფო მართვა (რეგულირება, ზედამხედველობა, აღრიცხვა, სალიცენზიო/სანებართვო მოწმობების გაცემა), მათ შორის:

ვ.ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ გარემოსდაცვით მოთხოვნათა შესრულების ზედამხედველობა;

ვ.ბ) შესაბამის საერთაშორისო ვალდებულებათა შესრულების ზედამხედველობა;

ზ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, აგრეთვე მოსახლეობის ეკოლოგიური უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო დაწესებულებათა საქმიანობის კოორდინაცია და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

თ) საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საზღვარგარეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა და საერთაშორისო ვალდებულებათა შესრულების ორგანიზება;

ი) საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის სახელმწიფო ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

კ) მეზობელ ქვეყნებთან ტრანსასაზღვრო ბუნებრივი რესურსების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებათა მომზადება და საერთაშორისო პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა;

ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საკანონმდებლო აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა, შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შემუშავება, მიღება (გამოცემა);

მ) გარემოსდაცვითი განათლების ერთიანი სახელმწიფო სისტემის ორგანიზებაში მონაწილეობა;

ნ) კადრების მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სისტემის ორგანიზებაში მონაწილეობა;

ო) სამეცნიერო კვლევის პროგრამებისა და გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა;

პ) ეკონომიკური მექანიზმების შემუშავება (ეკომარკის მინიჭების ორგანიზების ჩათვლით);

ჟ) გარემოში ქიმიურ საშუალებათა (მათ შორის, მცენარეთა დაცვისა და ნიადაგის განოყიერების ქიმიურ საშუალებათა), აგრეთვე ნარჩენების გამოყენების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის, ტრანსპორტირების, გადამუშავების, გაუვნებლებისა და განთავსების სახელმწიფო მართვა;

რ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის კვოტების დადგენის მიზნით შესაბამისი დასკვნების მომზადება;

ს) გარემოს დაცვის ნორმების შემუშავება და დამტკიცება;

ტ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სალიცენზიო/სანებართვო მოწმობების გაცემა და ლიმიტის დამტკიცება;

უ) სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ორგანიზება;

ფ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში გარემოსდაცვითი აუდიტის განხორციელების ორგანიზება;

ქ) ბუნებრივი და ანთროპოგენური რისკების პროგნოზირების, მათი შედეგების შერბილებისა და მოსახლეობის ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთიანი ორგანიზაციული და სამეცნიერო-ტექნიკური პოლიტიკის განხორციელება;

ღ) წინადადებათა შემუშავება საგანგებო ეკოლოგიური მდგომარეობის ან ეკოლოგიური უბედურების ზონების გამოცხადებისა და მათი გაუქმების შესახებ;

ყ) საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეებისა და გარეული ცხოველების ,,წითელი ნუსხის“ წარმოება და ,,საქართველოს წითელი წიგნის“ გამოცემის ორგანიზება;

შ) გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების პროექტის მომზადება;

ჩ) ქვეყნის, რეგიონალურ, ადგილობრივ და საქმიანობის ობიექტის დონეებზე გარემოს დაბინძურების ინტეგრირებული კონტროლის სისტემის მართვა;

ც) გარემოს დაცვის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელება;

ძ) მიწის რაციონალურად გამოყენებისა და დაცვის უზრუნველყოფა, ნიადაგის ეროზიის წინააღმდეგ ზომების მიღება, ნაყოფიერების აღდგენისა და შენარჩუნების ღონისძიებების განხორციელება;

წ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ამოცანათა შესრულება;

ტ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სალიცენზიო/სანებართვო მოწმობების გაცემა და ატმოსფერული ჰაერის და წყლის რესურსების დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ/ჩაშვებულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშისა და მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის/ჩაშვების ზღვრულად დასაშვები მნიშვნელობების (ნორმების) შეთანხმება;

უ) ეკოლოგიური ექსპერტიზის ორგანიზება.

2. სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების დებულებებით განსაზღვრულ ფუნქციათა განხორციელებას სამინისტრო ზედამხედველობს თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ნოემბრის დადგენილება  №213-სსმ III, №139, 29.11.2005წ; მუხ.1532

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 იანვრის დადგენილება  №4-სსმ III, №4, 14.01.2008წ; მუხ.55

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 24 მარტის დადგენილება  №71-სსმ III, №45, 25.03.2008წ; მუხ.503

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის დადგენილება  №408-სსმ III, №172, 31.12.2010წ; მუხ. 2481

    მუხლი 3. სამინისტროს უფლებამოსილება

სამინისტროს უფლება აქვს:

ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს სახელმწიფო დაწესებულებებისა და სხვა პირებისაგან (საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) გარემოსდაცვითი საქმიანობის ამსახველი ინფორმაცია, სტატისტიკური ანგარიშები და სხვა მასალები;

ბ) შექმნას და აწარმოოს დამოუკიდებელ ექსპერტთა სახელმწიფო რეესტრი ეკოლოგიური ექსპერტიზის განსახორციელებლად;

გ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადაწყვეტის მიზნით, კანონმდებლობით განსაზღვრულ შესაბამის შემთხვევებში, საკონკურსო და საკონტრაქტო ფორმით სამინისტროში მოიწვიოს სხვადასხვა დარგის სპეციალისტები და დამოუკიდებელი ექსპერტები (მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქეები);

დ) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 იანვრის დადგენილება  №4-სსმ III, №4, 14.01.2008წ; მუხ.55

    მუხლი 4. სამინისტროს დაფინანსება და საქმიანობის ფინანსური უზრუნველყოფა

სამინისტროს დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი.

    მუხლი 5. მინისტრი

1. მინისტრის კომპეტენცია განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით.

2. მინისტრი:

ა) მოქმედებს სამინისტროს სახელით, წარმოადგენს სამინისტროს სახელმწიფო ხელისუფლების დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან და სხვა პირებთან ურთიერთობისას;

ბ) ამტკიცებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემის დანარჩენი ორგანიზაციების დებულებებს, შეაქვს მათში ცვლილებები და დამატებები;

გ) ამტკიცებს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა თანამდებობრივ ნომენკლატურას, საქმისწარმოების წესს, სა­ქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით სამინისტროს საშტა­ტო ნუსხას, ხარჯთა ნუსხას, აკონტროლებს მათ შესრულებას და აუცილებლობის შემთხვევაში იძლევა მითითებებს საბიუ­ჯეტო სახსრების გამოყენების შესახებ;

დ) შეიმუშავებს სამინისტროს მმართველობის სფეროს ბიუჯეტის პროექტს;

ე) ამტკიცებს საკონკურსო და საატესტაციო მოთხოვნებს სამინისტროს საჯარო მოსამსახურეებისადმი;

ვ) ქმნის კომისიებს, საბჭოებს სათათბირო უფლებებით და დებულებებით განსაზღვრავს მათ კომპეტენციასა და საქმიანობის წესს;

ზ) ამტკიცებს სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესს და ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილ სხვა უფლებამოსილებებს;

თ) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწე­სებულების საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომელთა სამსახურში მიღებისა და სამსახურის გავლის წესს;

ი) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქ­ტით ამტკიცებს ლიცენზიის პირობების შესრულების ანგარი­შის წარდგენის წესსა და ფორმას.

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 3 ივნისის დადგენილება  №98-სსმ III, №68, 06.06.2005წ; მუხ.724

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 6 თებერვლის დადგენილება  №19-სსმ III, №20, 13.02.2007წ; მუხ.222

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 მარტის დადგენილება  №50-სსმ III, №38, 11.03.2008წ; მუხ.411

    მუხლი 6. მინისტრის მოადგილეები

1. მინისტრს ჰყავს სამი მოადგილე, მათ შორის ერთი – პირველი.

2. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე მინისტრის დავალებით ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას.

3. მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილებანი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, გარდა იმ უფლებამოსილებებისა, რომლებიც დადგენილია საქართველოს კანონებითა და მთავრობის აქტებით.

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის დადგენილება  №74-სსმ III, №56, 23.04.2007წ; მუხ.607

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 26 სექტემბრის დადგენილება  №210-სსმ III, №134, 26.09.2007წ; მუხ.1459

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის დადგენილება  №22-სსმ III, №21, 11.02.2008წ; მუხ.244

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 1 დეკემბრის დადგენილება  №367-სსმ III, №159, 06.12.2010წ; მუხ. 2241

    მუხლი 7. სამინისტროს სისტემის მართვა და საქმიანობის ორგანიზება

1. სამინისტროს სისტემა შედგება სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან, ტერიტორიული ორგანოებისაგან, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამსახურებისაგან, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისაგან.

2. სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები და უფლებამოსილებანი განისაზღვრება დებულებებით, რომლებსაც ამტკიცებს მინისტრი.

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 3 ივნისის დადგენილება  №98-სსმ III, №68, 06.06.2005წ; მუხ.724

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს დადგენილება  №139-სსმ III, №94, 12.08.2005წ; მუხ.1071

    მუხლი 8. სამინისტროს სისტემა

1. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები არიან:

ა) შიდა აუდიტის დეპარტამენტი;

ბ) იურიდიული დეპარტამენტი;

გ) ლიცენზიებისა და ნებართვების სამსახური;

დ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

ე) გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი;

ვ) გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტი;

ზ) ამოღებულია;

თ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამ­სახური;

ი) მინისტრის აპარატი;

კ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური;

ლ) ამოღებულია;

მ) ამოღებულია;

ნ) ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახური;

ო) მიწის მართვის სამსახური.

2. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები არიან:

ა) სამეგრელოსა და ზემო სვანეთის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგიონალური სამმართველო;

ბ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დასავლეთ ცენტრალური რეგიონალური სამმართველო;

გ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების აღმოსავლეთ ცენტრალური რეგიონალური სამმართველო;

დ) ქვემო ქართლის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგიონალური სამმართველო;

ე) სამცხე-ჯავახეთის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგიონალური სამმართველო;

ვ) კახეთის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგიონალური სამმართველო.

3. სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები არიან:

ა) გარემოს დაცვის ინსპექცია;

ბ) ამოღებულია;

გ) ამოღებულია;

დ) საგამოძიებო დეპარტამენტი.

4. სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები არიან:

ა) ამოღებულია;

ბ) ამოღებულია;

გ) ამოღებულია;

დ) ამოღებულია;

ე) ამოღებულია;

ვ) ამოღებულია;

ზ) ამოღებულია;

თ) ამოღებულია;

ი) ამოღებულია;

კ) ამოღებულია;

ლ) ამოღებულია;

მ) ამოღებულია;

ნ) სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობა;

ო) დაცული ტერიტორიების სააგენტო;

პ) გარემოს ეროვნული სააგენტო;

ჟ) სატყეო სააგენტო.

5. სამინისტროს სისტემაში არიან აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამსახურები.

6. აჭარისა და აფხაზთის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამსახურების საქმიანობის კოორდინაციას ახორციელებს სამინისტრო.

საქართველოს მთავრობის 2004 წლის 6 აგვისტოს დადგენილება  №66-სსმ III, №83, 10.08.2004წ; მუხ.733

საქართველოს მთავრობის 2004 წლის 24 ნოემბრის დადგენილება  №110-სსმ III, №137, 26.11.2004წ; მუხ.1228

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 3 ივნისის დადგენილება  №98-სსმ III, №68, 06.06.2005წ; მუხ.724

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 ივლისის დადგენილება  №114-სსმ III, №83, 15.07.2005წ; მუხ.904

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს დადგენილება  №139-სსმ III, №94, 12.08.2005წ; მუხ.1071

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ნოემბრის დადგენილება  №213-სსმ III, №139, 29.11.2005წ; მუხ.1532

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის  დადგენილება  №61-სსმ III, №35, 17.03.2006წ; მუხ.427

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 25 ოქტომბრის  დადგენილება  №195-სსმ III, №147, 30.10.2006წ; მუხ.2038

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის დადგენილება  №252-სსმ III, №176, 29.12.2006წ; მუხ.2387

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 31 იანვრის დადგენილება  №12-სსმ III, №17, 06.02.2007წ; მუხ.182

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 6 თებერვლის დადგენილება  №19-სსმ III, №20, 13.02.2007წ; მუხ.222

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 9 მაისის დადგენილება  №85-სსმ III, №65, 11.05.2007წ; მუხ.720

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 ივლისის დადგენილება  №157-სსმ III, №107, 31.07.2007წ; მუხ.1183

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 26 სექტემბრის დადგენილება  №210-სსმ III, №134, 26.09.2007წ; მუხ.1459

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 ოქტომბრის დადგენილება  №234-სსმ III, №151, 26.10.2007წ; მუხ.1672

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 იანვრის დადგენილება  №4-სსმ III, №4, 14.01.2008წ; მუხ.55

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 მარტის დადგენილება  №50-სსმ III, №38, 11.03.2008წ; მუხ.411

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 24 მარტის დადგენილება  №71-სსმ III, №45, 25.03.2008წ; მუხ.503

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 აგვისტოს დადგენილება  №178-სსმ III, №123, 25.08.2008წ; მუხ.1272

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის დადგენილება  №7-სსმ III, №12, 02.02.2009წ; მუხ.142

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 მაისის დადგენილება  №93-სსმ III, №61, 19.05.2009წ; მუხ. 684

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 9 ივლისის დადგენილება  №187-სსმ III, №84, 12.07.2010წ; მუხ. 1211

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 ივლისის დადგენილება  №198-სსმ III, №89, 21.07.2010წ; მუხ. 1289

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 ივლისის დადგენილება  №207-სსმ III, №92, 28.07.2010წ; მუხ. 1354

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 აგვისტოს დადგენილება  №230-სსმ III, №98, 12.08.2010წ; მუხ. 1439

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის დადგენილება  №408-სსმ III, №172, 31.12.2010წ; მუხ. 2481

    მუხლი 9. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენცია

1. შიდა აუდიტის დეპარტამენტის კომპეტენციაა:

ა) სამინისტროს სისტემაში შიდა აუდიტისა და მონი­ტო­რინგის განხორციელება;

ბ) სამინისტროს სისტემის თანამდებობის პირთა და მო­ხელეთა დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახუ­რებ­­რივი კონტროლი;

გ) სამსახურებრივი პასუხისმგებლობისა და დისციპლინუ­რი გადაცდომის ფაქტების გამოვლენა, თავიდან აცილება და შე­საბამისი დასკვნების მომზადება.

2. იურიდიული დეპარტამენტის კომპეტენციაა:

ა) სამინისტროს სამართალშემოქმედებითი საქმიანო­ბის კოორდინაცია და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექ­ტებისა და სამართლებრივი დასკვნების მომზადება;

ბ) სასამართლოებსა და სახელმწიფო დაწესებუ­ლებებთან ურთიერთობაში სამინისტროს წარმომად­გენლობის უზრუნ­ველყოფა;

გ) საქართველოს პარლამენტისა და სამინისტროს ურთიერ­თობის კოორდინაცია და საპარლამენტო მდივ­ნი­სათვის „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართვე­ლოს კანონით მინი­ჭებულ უფლებამოსილებათა გან­ხორ­ციელებისათვის ხელ­­შეწყობა;

დ) საერთაშორისო გარემოსდაცვით კანონმდებ­ლობას­თან ჰარმონიზაციის მიზნით შესაბამისი ნორმატიული აქტების მომზადება;

ე) ამოღებულია;

ვ) ამოღებულია.

3. ლიცენზიებისა და ნებართვების სამსახურის კომპეტენციაა:

ა) ეკოლოგიური ექსპერტიზის განხორციელების ორგა­ნიზება;

ბ) კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარ­გლებ­ში ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის ორგანიზაციული უზრუნველყოფა.

4. ადმინისტრაციული დეპარტამენტის კომპეტენციაა:

ა) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა პირადი საქმე­ების შედგენა, წარმოება, მონაცემთა ბაზის შექმნა და სისტემატიზაცია;

ბ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა დანიშ­ვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფ­ლების, დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების, წახალისების, შვებულებისა და მივლი­ნების შესახებ ბრძა­ნებების პროექტების მომზადება;

გ) სამინისტროს სისტემის კადრების სამსახურების მუშაობის მეთოდური ხელმძღვანელობა, კოორდინაცია და შემოწმება;

დ) სამინისტროს სისტემაში არსებული ვაკანტური თანამ­დებობების დასაკავებლად კონკურსის, ატესტაციისა და სტაჟირების გამართვის ორგანიზაციული უზრუნველ­ყოფა;

ე) შრომითი დავების თაობაზე სამინისტროს წარმო­მად­გენ­ლობა სასამართლოში;

ვ) სამინისტროში ოფიციალურად შემოსული და გა­სუ­­ლი კორესპონდენციის რეგისტრაცია, აღრიცხვა და სისტემა­ტიზაცია;

ზ) საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავ­რობის, სამინისტროს ხელმძღვანელობის მიერ განსაზ­ღვრული დავალებების დადგენილ ვადაში შესრულების კონტროლი;

თ) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება, მოქ­მედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინ­ფორ­მაციასა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით საიდუმ­ლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა;

ი) საქმისწარმოების დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, დამუშავება და არქივისათვის გადაცემა არსებული წესის თანახმად;

კ) სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშა­ვება, საბუღალტრო აღრიცხვის წარმართვა და ხარჯთა ნუსხის შედგენა;

ლ) მატერიალური, ფინანსური და საკრედიტო რესურ­სების განაწილება, მათი მიზნობრივი გამოყენება;

მ) სამინისტროს სისტემის საბუღალტრო საქმიანო­ბის, აღრიცხვა-ანგარიშგების, ბალანსზე არსებული ქონების, მისი მოძრაობის, მატერიალური და ფინან­სური რესურსების გამოყენების კონტროლი;

ნ) სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნ­ველ­ყოფა და სახელმწიფო შესყიდვების განხორ­ციელე­ბა;

ო) სამინისტროს სისტემის ვებგვერდის, კომპიუტე­რული და ტელესაკომუნიკაციო ქსელების შექმნა, ადმი­ნისტრირება.

5. გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურ­­თი­ერ­თობების დეპარტამენტის კომპეტენციაა:

ა) გარემოსდაცვითი სახელმწიფო და საერთაშორისო პრო­გ­რამების მომზადება, კოორდინაცია და კონტროლი;

ბ) გარემოს დაცვის სფეროში საერთაშორისო ორგანი­ზაციებსა და საზღვარგარეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის პრი­ორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა და საერთა­შორისო ვალდებულებათა შესრულების კოორდინირება და მო­ნიტორინგი;

გ) საერთაშორისო და რეგიონალური მნიშვნელობის გა­რე­მოსდაცვითი კონვენციების ეროვნული პასუხისმგებელი პი­რების საქმიანობის კოორდინაცია;

დ) საერთაშორისო და რეგიონალური მნიშვნელობის გა­რე­მოს­დაცვით კონვენციებთან მიერთების პროცედურულ ღო­ნის­ძიებათა ორგანიზებაში მონაწილეობა.

6. გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის კომ­პეტენციაა:

ა) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰა­ერის დაცვის სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაციის უზ­რუნ­ველყოფა;

ბ) ატმოსფერული ჰაერის დაცვის ღონისძიებების პრიო­რი­ტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა;

გ) ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროებისა და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშისა და ზღვრულად დასაშვებ (ან დრო­ებით შეთანხმებული) მნიშვნელობათა განხილვისა და დამტკიცების უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესით;

დ) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო წყალ­სარგებლობის აღრიცხვა და ნორმირება;

ე) წყალდაცვითი ღონისძიებების პრიორიტეტულ მიმარ­თულებათა განსაზღვრა და კოორდინაცია;

ვ) წყლის სახელმწიფო კადასტრის, წყალსამეურნეო ბა­ლანსების, წყლის კომპლექსური გამოყე-ნებისა და დაცვის გე­ნერალური სქემების შესადგენ სამუშაოთა ორგანიზება;

ზ) წყლის ობიექტებში დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების (ზდჩ) ნორმატივების განხილ­ვისა და დამტკიცების უზრუნველყოფა კანონმდებლობით დად­გენილი წესით;

თ) ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეო­ბის მიღება და მისი რეალიზაციის უზრუნველყოფა საქარ­თვე­ლოს მთელ ტერიტორიაზე;

ი) ატმოსფერული ჰაერის დაცვის, წყლის, ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სფეროებში საერთა­შორი­სო ვალდებულებათა შესრულება;

კ) გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენე­ბის პროექტის მომზადებაში მონაწილეობა;

ლ) ჰიდრომეტეორილოგიისა და გარემოს დაბინძურების მონიტორინგის მართვის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციე­ლებასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაცია;

მ) საქართველოში კლიმატის ცვლილებების პრობლე­მებ­ზე წარმოებულ სამუშაოთა სახელმწიფო რეგულირების, სა­ხელ­მწიფო პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;

ნ) ამოღებულია;

ო) ამოღებულია;

პ) ამოღებულია.

7. ამოღებულია.

8. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსა­ხურის კომპეტენციაა ბირთვული და რადიაციული უსაფრთხო­ების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის რეა­ლიზაციის უზრუნ­ველყოფა.

9. მინისტრის აპარატის კომპეტენციაა:

ა) მინისტრის ბრძანებების შესრულების კონტროლი;

ბ) სამინისტროს ხელმძღვანელობის თათბირების ორგანი­ზება, თათბირის ოქმის შედგენა;

გ) სამინისტროს ხელმძღვანელობის შეხვედრების განრი­გის დაგეგმვა და მომზადება;

დ) სამინისტროს ხელმძღვანელობის მივლინებების ორგანიზება;

ე) სამინისტროს ხელმძღვანელობის მიერ მოქალა­ქეთა მიღების საკითხების რეგულირება;

ვ) მინისტრის მრჩეველთა საქმიანობისათვის ხელშეწყობა.

10. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის კომპეტენციაა:

ა) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან და არა­სამ­თავრობო ორგანიზაციებთან მინისტრისა და სამი­ნის­ტროს ურთიერთობის უზრუნველყოფა და ხელ­შეწყობა;

ბ) საზოგადოების ინფორმირება სამინისტროს კომპე­ტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე;

გ) საჯარო ინფორმაციის გაცემის ორგანიზაციული უზრუნველყოფა.

11. ამოღებულია.

12. ამოღებულია.

13. ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურის კომპე­ტენ­­ციაა:

ა) ბიომრავალფეროვნების დაცვისა და ბიოლოგიური რე­სურსების მართვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუ­შა­ვებაში მონაწილეობის მიღება და რეალიზაციის უზრუნ­ველ­ყოფა;

ბ) ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სახელმწიფო სისტემის ორგანიზება და კოორდინაცია;

გ) ბიოლოგიური რესურსების სარგებლობის რეგული­რე­ბის პროცესში რესურსის მოპოვების კვოტებისა და მეთო­დების განსაზღვრა.

14. მიწის მართვის სამსახურის კომპეტენციაა:

ა) მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლასთან დაკავ­ში­რებული ბრძანების პროექტის მომზადება;

ბ) მიწის რესურსების მართვის პოლიტიკის შე­მუ­შა­ვე­ბა­სა და განხორციელებაში მონაწილეობის უზრუნველყოფა.

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 3 ივნისის დადგენილება  №98-სსმ III, №68, 06.06.2005წ; მუხ.724

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს დადგენილება  №139-სსმ III, №94, 12.08.2005წ; მუხ.1071

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ნოემბრის დადგენილება  №213-სსმ III, №139, 29.11.2005წ; მუხ.1532

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 25 ოქტომბრის  დადგენილება  №195-სსმ III, №147, 30.10.2006წ; მუხ.2038

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 26 სექტემბრის დადგენილება  №210-სსმ III, №134, 26.09.2007წ; მუხ.1459

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 მარტის დადგენილება  №50-სსმ III, №38, 11.03.2008წ; მუხ.411

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 24 მარტის დადგენილება  №71-სსმ III, №45, 25.03.2008წ; მუხ.503

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 4 ივნისის დადგენილება  №133-სსმ III, №82, 10.06.2008წ; მუხ.883

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის დადგენილება  №7-სსმ III, №12, 02.02.2009წ; მუხ.142

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 9 ივლისის დადგენილება  №187-სსმ III, №84, 12.07.2010წ; მუხ. 1211

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 ივლისის დადგენილება  №198-სსმ III, №89, 21.07.2010წ; მუხ. 1289

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 აგვისტოს დადგენილება  №230-სსმ III, №98, 12.08.2010წ; მუხ. 1439

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის დადგენილება  №408-სსმ III, №172, 31.12.2010წ; მუხ. 2481

    მუხლი 91. სამინისტროს სისტემის დაწესებულებების, ერიტორიული ორგანოების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და მათი ტერიტორიული ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების კომპეტენცია

სამინისტროს სისტემის დაწესებულებების, ტერიტორიული ორგანოების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და მათი ტერიტორიული ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების კონკრეტული კომპეტენცია განისაზღვრება მათი დებულებებითა და მოქმედი კანონმდებლობით.

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 3 ივნისის დადგენილება  №98-სსმ III, №68, 06.06.2005წ; მუხ.724

    მუხლი 10. (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს დადგენილება  №139-სსმ III, №94, 12.08.2005წ; მუხ.1071

    მუხლი 11. სამინისტროს სიმბოლიკა

1. სამინისტრო გამოიყენებს სახელმწიფო დროშასა და სახელმწიფო გერბს, სხვა სახელმწიფო სიმბოლიკას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. სახელმწიფო გერბი გამოისახება სამინისტროს ფასადზე, ხოლო მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულება გამოიყენება სამინისტროსა და მისი ტერიტორიული ორგანოების სანებართვო დოკუმენტებში, თანამშრომლების პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში და ბლანკებზე.

3. სამინისტროს აქვს ემბლემა (ლოგო), რომელიც რეგისტრირებულია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

4. სამინისტროს ემბლემა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამსახურებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, სამინისტროს თანამშრომლების სავიზიტო ბარათებზე, სხვა ბეჭდვით გამოცემებზე, აგრეთვე სამინისტროს სუვენირებსა და კუთვნილ სატრანსპორტო საშუალებებზე (ავტომანქანებსა და კატარღებზე).

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 3 ივნისის დადგენილება  №98-სსმ III, №68, 06.06.2005წ; მუხ.724

    მუხლი 12. სამინისტროს ლიკვიდაცია

სამინისტროს ლიკვიდაცია ხდება კანონით დადგენილი წესით.

კრებსითი — სრული ვერსია