„ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 დეკემბრის №41 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
17
მიმღები ორგანო
ლენტეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-02-25
გამოქვეყნების თარიღი
2011-03-18
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.115.016041
„ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 დეკემბრის №41 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17

2011 წლის 25 თებერვალი

დ. ლენტეხი

„ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის                        31 დეკემბრის №41 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

 1. შეტანილ იქნას „ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის               31 დეკემბრის №41 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 21/01/2011) შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტის და 42-ე მუხლის, აგრეთვე ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანო

 1. ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანო (ტექსტში შემდგომ – ტერიტორიული ორგანო) უზრუნველყოფს საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებების აღსრულებას, საკრებულოსა და გამგეობის ურთიერთობას მოსახლეობასთან, ადმინისტრაციული ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას.

2. ტერიტორიული ორგანო იქმნება გამგეობის დებულების მე-15 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ერთეულებში.

3. ტერიტორიული ორგანო თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

4. ტერიტორიული ორგანოს საშტატო განრიგი განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.“.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე  ვ. ქურასბედიანი

კრებსითი — სრული ვერსია