ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №10
201 1 წლის 25 თებერვალი
დ. ლენტეხი
„ ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ “ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 დეკემბრის №3 3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. შეტანილ იქნ ეს „ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ “ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 დეკემბრის №3 3 დადგენილებაში ( www.matsne.gov.ge 21.01.2011 ) შემდეგი ცვლილებები:
ა) დებულების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილ ე ბები და სამსახურე ო ბრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-10 მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მისი დავალებით, სამსახურის უფლება-მოვალეობებს ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.”;
ბ) დებულების მე-3 მუხლის ,,გ” და ,,ს” ქვეპუნქტებში ფრაზა ,,მუნიციპალური სამსახურები” შეიცვალოს ფრაზით ,, მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურები.”
გ). დებულების მე-3 მუხლის ,,ქ”, ,,ღ” და ,,ყ” ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ვ. ქურასბედიანი