აჟარის (ზემო აფხაზეთი ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №17
2011 წლის 4 მარტი
ქ. თბილისი
,,აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 10 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,
1. ,,აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 10 იანვრის №3 დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ს. გურჩიანი