თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №6
2011 წლის 28 თებერვალი
ქ. თელავი
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 16 ნოემბრის №30 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად შეტანილ იქნეს ცვლილებები თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 16 ნოემბრის № 30 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“.
1. სამსახურის დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ეკონომიკისა და ტურიზმის განყოფილება;
ბ) სახელმწიფო შესყიდვების განყოფილება;
გ) ადგილობრივი ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილება.“.
2. ძალადაკარგულია
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 მარტის დადგენილება №10 - ვებგვერდი, 12.04.2011 წ.
3. ძალადაკარგულია
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 მარტის დადგენილება №10 - ვებგვერდი, 12.04.2011 წ.
2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
3. დადგენილების გასაჩივრება შესაძლებელია თელავის რაიონულ სასამართლოში (ქ. თელავი, დ. აღმაშენებლის გამზ. №41) უშუალო ზიანის მიყენებიდან სამი თვის ვადაში.
საკრებულოს თავმჯდომარე ნ. ხუცაიძე
შეტანილი ცვლილებები:
1. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 მარტის დადგენილება №10 - ვებგვერდი, 12.04.2011 წ.