„წალკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 თებერვლის №1 დადგენილების დანართში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
13
მიმღები ორგანო
წალკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-03-04
გამოქვეყნების თარიღი
2011-03-17
სარეგისტრაციო კოდი
020023000.35.155.016019
„წალკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 თებერვლის №1 დადგენილების დანართში ცვლილებების შეტანის შესახებ

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №13

2011 წლის 4 მარტი

ქ. წალკა

„წალკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 თებერვლის №1 დადგენილების დანართში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად,

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:

1. შევიდეს ცვლილება „წალკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის                  11 თებერვლის №1 დადგენილების დანართის მე-4 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4.

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე (გარდა მე-5 მუხლით გათვალისწინებული მიწებისა) ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია:

 

 

№

 

მიწის კატეგორიები

გადასახადის განაკვეთები

ლარი/ჰა

კარგ მიწაზე

მწირ მიწაზე

1

სახნავ და სხვა მიწებზე

77

62

 

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე              დ. მაჩიტიძე

კრებსითი — სრული ვერსია