`საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ „სამტრესტის“ მიერ გაწეული მომსახურების ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
112
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-03-01
გამოქვეყნების თარიღი
2011-03-07
სარეგისტრაციო კოდი
010220020.10.003.016273
`საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ „სამტრესტის“ მიერ გაწეული მომსახურების ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №112

2011 წლის 1 მარტი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ „სამტრესტის“ მიერ გაწეული მომსახურების ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ „სამტრესტის“ მიერ გაწეული მომსახურების ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №45 დადგენილებაში (სსმ, 31.01.2011) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ „სამტრესტის“ მიერ გაწეული მომსახურების ვადისა და საფასურის“ პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი          ნ. გილაური

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია