„საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში გარანტირებული სიმძლავრისა და გარანტირებული სიმძლავრის წყაროების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 15 ივლისის №193 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
110
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-03-01
გამოქვეყნების თარიღი
2011-03-07
სარეგისტრაციო კოდი
300280000.10.003.016271
„საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში გარანტირებული სიმძლავრისა და გარანტირებული სიმძლავრის წყაროების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 15 ივლისის №193 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №110

2011 წლის 1 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში გარანტირებული სიმძლავრისა და გარანტირებული სიმძლავრის წყაროების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 15 ივლისის №193 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „საქარ­თ­ველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში გარანტირებული სიმძლავრისა და გარანტირებული სიმძლავრის წყაროების გან­­საზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 15 ივლისის №193 დადგენილებაში (სსმ III, 2010 წ., №86, მუხ. 1274) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველ მუხლში მოცემული ცხრილის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რე­დაქციით:

 

„3.

შპს „ჯიფაუერი“

 

აირტურბინული ელექტროსადგური

80

2010 წლის 1 დეკემბრიდან 2011 წლის 1 მარტამდე და

2011 წლის 1 ივლისიდან

2020 წლის 1 სექტემბრამდე

65

2011 წლის 1 მარტიდან

2011 წლის 1 ივლისამდე“.

 

 

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 მარ­ტიდან.

პრემიერ-მინისტრი                     ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია