„აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 დეკემბრის №35 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
9
მიმღები ორგანო
აბაშის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-02-25
გამოქვეყნების თარიღი
2011-03-10
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.110.016032
„აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 დეკემბრის №35 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №9

2011 წლის 25 თებერვალი

ქ. აბაშა

„აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 დეკემბრის №35 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის 2011 წლის 27 იანვრის №28 სამართლებრივი შენიშვნების საფუძველზე აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. „აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 დეკემბრის №35 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ამოღებულ იქნეს დადგენილების 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტი.

2. დადგენილება ამოქმედდეს „ ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე: დ. თოფურია

კრებსითი — სრული ვერსია