,,საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 აპრილის №157 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
128
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2011-03-02
გამოქვეყნების თარიღი
2011-03-04
სარეგისტრაციო კოდი
140080000.08.002.016181
,,საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 აპრილის №157 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №128

2011 წლის 2 მარტი

ქ. თბილისი

,,საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 აპრილის №157 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 აპრილის №157 ბრძანებულების (სსმ III , 2003 წ., №39, მუხ.330) პირველი პუნქტით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების მე-8 მუხლის ,,რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,რ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცემს ნორმატიულ და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანების განხორციელების მიზნით, აგრეთვე ამტკიცებს თანამშრომელთა ეთიკის კოდექსს;“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია