"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 18 მაისის №1/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
01/ნ
მიმღები ორგანო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
მიღების თარიღი
2011-03-01
გამოქვეყნების თარიღი
2011-03-04
სარეგისტრაციო კოდი
470230000.33.058.016007
"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 18 მაისის №1/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი

ბრძანება №01/ნ

2011 წლის 1 მარტი

ქ. ბათუმი

 

 
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 18 მაისის №1/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 18 მაისის №1/ნ ბრძანებით (გაზეთი „აჭარა” 2007 წლის 24 მაისი, №80 (22.824), გვ.8-10) დამტკიცებულ ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებაში შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) 325 -ე მუხლის „გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სამინისტროში და სამინისტროს სისტემის დაწესებულებებში ჩაატაროს შესაბამისობის, ოპერაციული, ეფექტიანობის და ფინანსური აუდიტი;”;

ბ) 325-ე მუხლის „თ ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

გ) 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ამზადებს და მინისტრს შესათანხმებლად წარუდგენს შიდა აუდიტის საქმიანობის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებს;”;

 დ) 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ი” და „კ” ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

 ე) 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ლ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) ამზადებს და მინისტრსა და შიდა აუდიტთან დაკავშირებული საკითხების განმხილველ საბჭოს (შემდგომში – საბჭო) წარუდენს შიდა აუდიტის წლიურ ანგარიშს;”;

ვ) 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის „მ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) პასუხისმგებელია საბჭოსთვის ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის შემუშავებისა და შემოღების შესახებ წლიური ანგარიშის მომდევნო წლის იანვრის დასრულებამდე წარდგენისათვის;”.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.                                      

ლ. ანთაძე

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია