"საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ბათუმის ბულვარის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2009 წლის 24 ნოემბრის №37 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
11
მიმღები ორგანო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი
2011-02-22
გამოქვეყნების თარიღი
2011-03-02
სარეგისტრაციო კოდი
040030000.32.057.016032
"საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ბათუმის ბულვარის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2009 წლის 24 ნოემბრის №37 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №11

2011 წლის 22 თებერვალი

 ქ. ბათუმი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ბულვარის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2009 წლის 24 ნოემბრის №37 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტო­ნო­მი­ური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბა­მისად:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ბულვარის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრო­ბის 2009 წლის 24 ნოემბრის №37 დადგენილებით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის –ბათუმის ბულვარის დებულებაში (გაზეთი „აჭარა“ №136, გვ. 5-6, 28-30.11.2009 წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამა­ტე­ბები:

 ა) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

 „ე) აგრონომიული და ლანდშაფტური დიზაინის სამსახური.“;

 ბ) მე-8 მუხლის:

 ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ბულვარის ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის შემუშავება, სარე­მონ­ტო-სამშენებლო სამუშაოების რეგულირება, კოორდინაცია და განვითარების პრი­ო­რი­ტეტული მიმართულებების შემუშავება;“;

 ბ.ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ბულვარის მიერ განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებზე შესყიდვის ობი­ექ­ტების ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელება და მიღება-ჩაბარების აქტე­ბის გაფორმება კანონმდებლობის შესაბამისად, გარდა აგრონომიული და ლანდ­შაფ­ტური დიზა­ინის სამსახურის საქმიანობის სფეროსა და ფუნქციონირებასთან დაკავ­შირებული სახელმწიფო შესყიდვებისა;“;

 გ) მე-9 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 მუხლი:

„მუხლი 91. აგრონომიული და ლანდშაფტური დიზაინის სამსახური

აგრონომიული და ლანდშაფტური დიზაინის სამსახურის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:

ა) აგრონომიული და ლანდშაფტური დიზაინის სამუშაოების რეგულირება, კოორდინაცია, განვითარების პოლიტიკისა და პრიორიტეტული მიმართულებების შემუშავება;

ბ) ბულვარის ტერიტორიაზე გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

გ) ბულვარის ტერიტორიაზე არსებული გაზონების, მწვანე ნარგავების, დეკო­რა­ტი­ული მცენარეების, ყვავილების მოვლა-პატრონობა და მათი დეკორაციული ფორმირება; ტერიტორიაზე არსებული სკვერებისა და ცალკეული ფართობების პროექტირება, მათი ლანდშაფტური დიზაინის დამუშავება და უზრუნველყოფა, დაზიანებული გაზონების აღდგენა, ამორტიზებული და გადაბერებული ხე-მცენარეების შეცვლა;

დ) ბულვარის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ე) სამსახურის ფუნქციონირებასა და განვითარებასთან დაკავშირებული ინფორ­მა­ცი­ების, დასკვნების, რეკომენდაციებისა და პროექტების მომზადება და ბულვარის ხელ­მძ­ღვანელობისათვის წარდგენა;

ვ) ბულვარის მიერ სამსახურის კომპეტენციაში არსებულ და მისი სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებზე, შესყიდვის ობი­ექ­ტების ინსპექტირება-ზედამხედველობის განხორციელება და მიღება-ჩაბარების აქტე­ბის გაფორმება კანონმდებლობის შესაბამისად; აუცილებელი კაპიტალური და მიმდი­ნარე სამუშაოების მოცულობის განსაზღვრა და მათი განხორციელების ხელშეწყობა; საჭიროების შემთხვევაში, სათანადო დეფექტური აქტების, ხარჯთა ნუსხებისა და პროექტების განხილვა და დასამტკიცებლად მომზადება; სამსახურის ფუნქციონი­რე­ბი­სა­თვის საჭირო სათანადო ქონების აღრიცხვა და მოვლა-შენახვისათვის საჭირო ღონი­ს­ძი­ებების გატარება;

ზ) ბულვარის აგრონომიული და ლანდშაფტური დიზაინის განვითარებაზე ზედა­მხე­დველობის განხორციელება;

თ) მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა უფლე­ბა­მო­სილებების განხორციელება.“.

2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ (ვ. ბოლქ­ვაძე) უზრუნველყოს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის რესპუბ­ლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის ფორმირებისას ამ დადგენილების ამოქმედების შემდეგ საჯარო სამართლის იური­დიული პირის – „ბათუმის ბულვარის“ ფუნქციონირებისათვის აუცილებელი დამატე­ბი­თი ხარჯების გათვალისწინება.

3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მთავრობის თავმჯდომარე ლ. ვარშალომიძე

კრებსითი — სრული ვერსია