"შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ" შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის №23 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
6
მიმღები ორგანო
შუახევის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-02-23
გამოქვეყნების თარიღი
2011-03-15
სარეგისტრაციო კოდი
210020010.35.135.016019
"შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ" შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის №23 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6

2011 წლის 23 თებერვალი

დაბა შუახევი

„შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის №23 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის №23 დადგენილებაში (სსმ V, №65 17.12.2010, მუხ. 1948) და დადგენილებით დამტკიცებულ დანართში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართის დამტკიცების გრიფი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი დამტკიცებულია”, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის №23 დადგენილებით“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ცნება

ა) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი არის აუცილებელი გადასახდელი ადგილობრივ ბიუჯეტში;

ბ) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს იხდიან ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლით განსაზღვრული პირები ამავე ინსტრუქციით დადგენილი ოდენობითა და წესით“;

გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე           ი. ქათამაძე

კრებსითი — სრული ვერსია