„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – სამხედრო საქალაქო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის №239 დადგენილებაში ცვლილებებისშეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
91
მიმღები ორგანო
თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი
მიღების თარიღი
2011-02-23
გამოქვეყნების თარიღი
2011-03-16
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.123.016043
„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – სამხედრო საქალაქო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის №239 დადგენილებაში ცვლილებებისშეტანის თაობაზე

თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს

დადგენილება №91

               2011 წლის 23 თებერვალი               

ქ. ქუთაისი      

„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის –

სამხედრო საქალაქო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის № 239 დადგენილებაში ცვლილებების

შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 44-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – სამხედრო საქალაქო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის №239 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. დადგენილების სათაურიდან, 1-ლი და მე-2 მუხლებიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „საქალაქო“.

2. დადგენილების №1 დანართის /თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – სამხედრო საქალაქო სამსახურის დებულება/ სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სამხედრო სამსახურის დებულება“.

3. დადგენილების №1 დანართის 1-ლი მუხლის /ზოგადი დებულებები/ 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამხედრო სამსახური /შემდგომში სამსახური/ არის „ადგილობრივი თვითმმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე შექმნილი თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას, მობილიზაციასა და სამხედრო ძალებში რეზერვთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას“.

       4. დადგენილების №1 დანართის მე-3 მუხლს /სამსახურის ძირითადი ფუნქციები/ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-17 პუნქტი:

„17. სამართალდარღვევის ოქმის ფორმის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1962, 1963, 1964, 1965, 1966, 197 და 1971 მუხლების საფუძველზე“.

5. შეიცვალოს დადგენილების №2 დანართი /თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – სამხედრო საქალაქო სამსახურის ბეჭდის ნიმუში/ და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

/დანართი № 2 დადგენილებასთან ერთვის/

მუხლი 2. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                            ა.ხვადაგიანი


 

დანართი №2

თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული

ერთეულის – სამხედრო სამსახურის ბეჭდის ნ ი მ უ შ ი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია