„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის №241 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
87
მიმღები ორგანო
თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი
მიღების თარიღი
2011-02-23
გამოქვეყნების თარიღი
2011-03-16
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.123.016039
„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის №241 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს

დადგენილება №87

2011 წლის 23 თებერვალი

ქ. ქუთაისი      

„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის –ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის № 241 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 44-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის №241 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. დადგენილების სათაურიდან, 1-ლი და მე-2 მუხლებიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „საქალაქო“.

2. დადგენილების №1 დანართის (თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის დებულება) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის ტრანსპორტის სამსახურის დებულება“.

3. დადგენილების №1 დანართის 1-ლი მუხლის (ზოგადი დებულებები) 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ტრანსპორტის სამსახური (შემდგომში სამსახური) არის „ადგილობრივი თვითმმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე შექმნილი თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს ქალაქ ქუთაისის ტერიტორიაზე ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ორგანიზების ხელშეწყობას, სანებართვო პირობების დაცვას;“

4. შეიცვალოს დადგენილების №2 დანართი (თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ბეჭდის ნიმუში) და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

(დანართი №2 დადგენილებასთან ერთვის)

მუხლი 2. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                            ა.ხვადაგიანი

 


 

დანართი № 2

თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – ტრანსპორტის სამსახურის ბეჭდის ნ ი მ უ შ ი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია