გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების განსაზღვრის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
9
მიმღები ორგანო
გარდაბნის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-02-28
გამოქვეყნების თარიღი
2012-01-20
სარეგისტრაციო კოდი
200230000.35.161.016033
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების განსაზღვრის შესახებ

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება № 9

2011 წლის 28 თებერვალი

ქ. გარდაბანი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების  განსაზღვრის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის და ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა :

    მუხლი 1

დადგინდეს მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის ახლად ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართის თითოეულ კვადრატულ მეტრზე – 0,50 ლარი, ხაზობრივი ნაგებობებისათვის – 1.00 ლარი (რკინიგზა, წყალსადენი, გაზსადენი გზა, ელ. გადაცემის ხაზები, ელ.კავშირი, არხები და სხვა), სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის – 1 (ერთი) ლარი.

    მუხლი 2 (ამოღებულია)

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 22 მარტის დადგენილება №20 - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

    მუხლი 3

ძალადაკარგულად გამოცხადდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 თებერვლის №7 დადგენილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების განსაზღვრის შესახებ“.

    მუხლი 4

დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.   

    მუხლი 5

დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში (მის.: ქ. გარდაბანი, დავით აღმაშენებლის ქ. №14) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით უშუალო ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში.

 საკრებულოს თავმჯდომარე  გ.  ფეიქრიშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1.  გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 22 მარტის დადგენილება №20 - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

2. ძალადაკარგულია - გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 20 იანვრის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 25.01.2012  წ.

კრებსითი — სრული ვერსია