„თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპიური ფორმის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 8 ოქტომბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
21
მიმღები ორგანო
მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-02-28
გამოქვეყნების თარიღი
2011-03-11
სარეგისტრაციო კოდი
040130000.35.153.016050
„თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპიური ფორმის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 8 ოქტომბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №21

2011 წლის 28 თებერვალი

ქ. მცხეთა

„თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმის   დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 8 ოქტომბრის № 46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტის, ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ „საქართველოს კანონის 194 მუხლის პირველი პუნქტისა და ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის’’ 601 მუხლის მე-3 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. შეტანილი იქნეს ცვლილება „თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმის   დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 8 ოქტომბრის №46 დადგენილებაში კერძოდ: დადგენილებით დამტკიცებული  აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის მე-4 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით „მყიდველი ვალდებულია: აუქციონზე შეძენილი ქონების ფასი (საპრივატიზებო თანხა) გადაიხადოს აუქციონის ჩატარებიდან ---- კალენდარული დღის ვადაში  შემდეგ საბანკო ანგარიშზე---“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                               ა. კალანდაძე

 

 

კრებსითი — სრული ვერსია