აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №20
2011 წლის 23 თებერვალი
ქ. ბათუმი
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 5 ივნისის №01-06/44 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
1. ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 5 ივნისის №01-06/44 ბრძანებით (გაზეთი ,,აჭარა” 20.06.2007, №93 (22.837) დამტკიცებულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) 182 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) სამინისტროში და სამინისტროს სისტემის დაწესებულებებში ჩაატაროს შესაბამისობის, ოპერაციული, ეფექტიანობის და ფინანსური აუდიტი;”;
ბ) 182 მუხლის ,,თ ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
გ) 183 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) ამზადებს და მინისტრს შესათანხმებლად წარუდგენს შიდა აუდიტის საქმიანობის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებს.”;
დ) 183 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ი” და ,,კ” ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
ე) 183 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ლ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ლ) ამზადებს და მინისტრსა და შიდა აუდიტთან დაკავშირებული საკითხების განმხილველ საბჭოს (შემდგომში – საბჭო) წარუდენს შიდა აუდიტის წლიურ ანგარიშს;”;
ვ) 183 მუხლის მე-2 პუნქტის ,,მ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მ) პასუხისმგებელია საბჭოსთვის ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის შემუშავებისა და შემოღების შესახებ წლიური ანგარიშის მომდევნო წლის იანვრის დასრულებამდე წარდგენისათვის;“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. სურმანიძე