„თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის წესების დამტკიცებისა და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2011 წლის 13 იანვრის №1/1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
3/20
მიმღები ორგანო
თვითმმართველი ქალაქი ფოთი
მიღების თარიღი
2011-02-24
გამოქვეყნების თარიღი
2011-03-10
სარეგისტრაციო კოდი
410010020.35.111.016062
„თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის წესების დამტკიცებისა და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2011 წლის 13 იანვრის №1/1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს

დადგენილება №3/20

2011 წლის 24 თებერვალი

ქ. ფოთი

„თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის წესების დამტკიცებისა და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2011 წლის 13 იანვრის №1/1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად:

    მუხლი 1

შეტანილ იქნეს ცვლილებები თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2011 წლის 13 იანვრის №1/1 დადგენილებაში „თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის წესების დამტკიცებისა და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ (სსმ V, 24/01/2011), კერძოდ:

1. თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2011 წლის 13 იანვრის N1/1 დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის წესების შესახებ“.

2. დადგენილების დანართი 1-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის წესები“.

3. დადგენილების პირველი და მე-2 აბზაცი ამოღებულ იქნას და მესამე აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:“ საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-3 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის შესაბამისად“.

4. დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 2093 მუხლის პირველი ნაწილის, 239-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, ამავე კოდექსის 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმები შეადგინოს და საქმეები განიხილოს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით (ბრძანება) განსაზღვრულმა პირმა.“

5. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-4 მუხლიდან ამოღებული იქნეს სიტყვა (სადგომზე) და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით

„მუხლი 4. უმეთვალყურეოდ (უპატრონოდ) მიტოვებული წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის იზოლირება-განთავსება ხდება სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის შესაბამისად“.

    მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 საკრებულოს თავმჯდომარე                                   ი. საღინაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია