საქართველოს მთავრობის
დადგენილება №95
2011 წლის 23 თებერვალი
ქ. თბილისი
„2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 თებერვლის №77 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ,,2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 თებერვლის №77 დადგენილებით დამტკიცებულ ,,2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებში“ შეტანილ იქნეს ცვლილებები და მთელ ტექსტში სიტყვები „1 მარტამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „1 აპრილამდე“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური