„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
91
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-02-22
გამოქვეყნების თარიღი
2011-02-28
სარეგისტრაციო კოდი
010240030.10.003.016254
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №9 1

2011 წლის 22 თებერვალი

ქ. თბილისი

„ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის № 39 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კა­ნონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „ საქართველოს ფი­­ნანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქარ­თველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის № 39 დადგენილებით (სსმ III, 2004 წელი, № 54, მუხლი 462) დამტკიცებულ   დე­ბულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ ვ.ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

`ვ.ზ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავ­ლე­ბის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს, სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულების უფროსებს შემო­სავლების სამსახურის უფროსის წარდგინებით;“ .

2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რე­დაქციით:

„ 1. საქართველოს ფინანსთა მინისტრს ჰყავს პირველი მოად­გილე და ექვსი მოადგილე. მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს მინისტრის წარდგინებით, საქართველოს პრეზი­დენტ­თან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებო­ბიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.“ .

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი      ნ. გილაური 

კრებსითი — სრული ვერსია