„ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 ნოემბრის №55 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
6
მიმღები ორგანო
ხონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-02-23
გამოქვეყნების თარიღი
2011-03-04
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.119.016065
„ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 ნოემბრის №55 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

 ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6

2011 წლის 23 თებერვალი

ქ. ხონი                                                   

„ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 ნოემბრის №55 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

   ,,ნორმატიული აქტების შესახებ,, საქართველოს კანოონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :

„ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 ნოემბრის №55 დადგენილებაში (ს.ს.მ V, 2010 წ., №55 მუხლი 1800) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები.

    მუხლი 1

დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით.

     ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ,, ორგანული კანონის 22–ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ,, ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, შესაბამისად, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. დამტკიცდეს ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის დებულება (დანართი №1).

2. დადგენილება ძალაშია დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.

    მუხლი 2

დადგენილების (დანართი 1) მეოთხე მუხლი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 3

დადგენილება ძალაშია დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.

 საკრებულოს თავმჯდომარე      გ. გელენიძე

 

    

 

კრებსითი — სრული ვერსია