"ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ,,კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდული საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის №23 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
2
მიმღები ორგანო
ხონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-02-23
გამოქვეყნების თარიღი
2011-03-04
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.119.016061
"ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ,,კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდული საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის №23 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება № 2

201 1 წლი ს 23 თებერვალი

ქ. ხონი                     

 ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის  „კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა  დაცვისა და ახალგაზრდული საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის № 23 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

   „ ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანოონის მე - 20 მუხლის მე - 4 პუნქტის და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :

    მუხლი 1

ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის „ კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის” დებულების (დანართი №1) ( ს.ს.მ. V, 2010 წ., № 23, მუხლი 1388) დამტკიცების შესახებ „ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის № 23 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

   დადგენილების (დანართი № 1) მე - 4 მუხლი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2

 ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონით დადგენილი წესით, მიღებისთანავე .

     საკრებულოს თავმჯდომარე          გ. გელენიძე

 

კრებსითი — სრული ვერსია