აფხაზეთის მთავრობის
დადგენილება №6
2011 წლის 23 თებერვალი
ქ. თბილისი
,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2007 წლის 30 მარტის №23 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2011 წლის 10 თებერვლის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2007 წლის 30 მარტის №23 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2011 წლის 10 თებერვლის №3 დადგენილების (სსმ, ვებპორტალი, 150211, 15/02/2011/ №3) მე-3 მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 3. დადგენილება ძალაშია 2011 წლის 16 მარტიდან.“.
მუხლი 2. ეს დადგენილება ძალაშია 2011 წლის 15 თებერვლიდან.
მთავრობის თავმჯდომარე გ. ბარამია