საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №31
2011 წლის 24 თებერვალი
ქ. თბილისი
„სტაჟიორთა კონკურსის ჩატარების წესისა და პირობების შესახებ დებულებისა და სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 9 სექტემბრის №166 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „სტაჟიორთა კონკურსის ჩატარების წესისა და პირობების შესახებ დებულებისა და სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 9 სექტემბრის №166 ბრძანებით (სსმ III, 09.09.2010 წ., №114, მუხ. 1712) დამტკიცებული „სტაჟირების გავლის წესის“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სტაჟირების სრული სასწავლო კურსი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ კურსს. თეორიული კურსის ხანგრძლივობაა 5 თვე, ხოლო პრაქტიკული კურსის – 3 თვე.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი