საქართველოს მთავრობის
დადგენილება №79
2005 წლის 25 აპრილი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასწავლო უნივერსიტეტის – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის დაფუძნების შესახებ
საქართველოს მთავრობის 200 9 წლის 8 ივლისის დადგენილება № 126 -სსმ III, № 86, 14 . 07. 20 09 წ; მუხ. 916
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 25 ივნისის დადგენილება №228 - ვებგვერდი, 28.06.2012წ.
„ უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე:
1. დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სასწავლო უნივერსიტეტი – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია.
საქართველოს მთავრობის 200 9 წლის 8 ივლისის დადგენილება № 126 -სსმ III, № 86, 14 . 07. 20 09 წ; მუხ. 916
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 25 ივნისის დადგენილება №228 - ვებგვერდი, 28.06.2012წ.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასწავლო უნივერსიტეტის – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის წესდების დამტკიცება.
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 8 ივლისის დადგენილება №126-სსმ III, №86, 14.07.2009წ; მუხ.916
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 25 ივნისის დადგენილება №228 - ვებგვერდი, 28.06.2012წ.
3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სასწავლო უნივერსიტეტი – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია ჩაითვალოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების – ბათუმის საზღვაო აკადემიის უფლებამონაცვლედ.
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 8 ივლისის დადგენილება №126-სსმ III, №86, 14.07.2009წ; მუხ.916
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 25 ივნისის დადგენილება №228 - ვებგვერდი, 28.06.2012წ.
4. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სასწავლო უნივერსიტეტს – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს ქონება.
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 8 ივლისის დადგენილება №126-სსმ III, №86, 14.07.2009წ; მუხ.916
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 25 ივნისის დადგენილება №228 - ვებგვერდი, 28.06.2012წ.
5. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასწავლო უნივერსიტეტის – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ.
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 8 ივლისის დადგენილება №126-სსმ III, №86, 14.07.2009წ; მუხ.916
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 25 ივნისის დადგენილება №228 - ვებგვერდი, 28.06.2012წ.
6. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 8 ივლისის დადგენილება №126-სსმ III, №86, 14.07.2009წ; მუხ.916
2 . საქართველოს მთავრობის 2012 წლის 25 ივნისის დადგენილება № 228 - ვებგვერდი, 28 . 06 .201 2 წ.