„ქედის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების/სარგებლობით გადაცემის წესის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმების და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 ნოემბრის №32 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
2
მიმღები ორგანო
ქედის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-02-15
გამოქვეყნების თარიღი
2011-03-01
სარეგისტრაციო კოდი
040110030.35.134.016021
„ქედის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების/სარგებლობით გადაცემის წესის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმების და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 ნოემბრის №32 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №2

2011 წლის 15 თებერვალი

დ. ქედა

„ქედის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების/სარგებლობით გადაცემის წესის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმების და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 ნოემბრის №32 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. „ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების/სარგებლობით გადაცემის წესის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმების და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 ნოემბრის №32 დადგენილებაში (საქართველოს საკანომდებლო მაცნე V; №58; 02.12.10 წ; მუხ. 1724) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

ბ) დადგენილებით დამტკიცებულ დანართებში (№№2-3-4 დანართები)  არსებული წინადადება „სახელმწიფი ხაზინა: 220101222“ შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სახელმწიფი ხაზინა: TRESGE22“.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

     საკრებულოს თავმჯდომარ                ბ. დიასამიძე

კრებსითი — სრული ვერსია