`მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისათვის აკრძალული საქმიანობებისა და საქმიანობებისა და შემოსავლების სახეების, რომლებიც არ დაიბეგრება ან/და, რომლებზეც არ გავრცელდება საშემოსავლო გადასახადის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები, განსაზღვრის შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
74
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-02-14
გამოქვეყნების თარიღი
2011-02-23
სარეგისტრაციო კოდი
200110050.10.003.016243
`მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისათვის აკრძალული საქმიანობებისა და საქმიანობებისა და შემოსავლების სახეების, რომლებიც არ დაიბეგრება ან/და, რომლებზეც არ გავრცელდება საშემოსავლო გადასახადის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები, განსაზღვრის შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №74

2011 წლის 14 თებერვალი

ქ. თბილისი

„მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისათვის აკრძალული საქმიანობებისა და საქმიანობებისა და შემოსავლების სახეების, რომლებიც არ დაიბეგრება ან/და, რომლებზეც არ გავრცელდება საშემოსავლო გადასახადის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები, განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კა­ნონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „მიკრო და მცი­რე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისათვის აკრძალული საქ­მიანობებისა და საქმიანობებისა და შემოსავლების სახეების, რომ­ლებიც არ დაიბეგრება ან/და, რომლებზეც არ გავრცელდება სა­შემოსავლო გადასახადის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები, გან­საზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დე­კემბრის №415 დადგენილებით (სსმ III, 2010 წელი, №155, მუხლი 1827) დამტკიცებულ „აკრძალული საქმიანობების ჩა­მონათვალი, რომელთა განხორციელების შემთხვევაში არ შე­ი­ძ­ლება ფიზიკური პირისათვის მიკრო ბიზნესის სტატუსის მი­ნი­ჭე­ბა“ (დანართი №2-ში) შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყა­ლიბ­დეს შემ­დეგი რედაქციით:

 „დანართი №2

აკრძალული საქმიანობების ჩამონათვალი, რომელთა განხორციელების შემთხვევაში არ შეიძლება ფიზიკური პირისათვის მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭება

1. საქმიანობები, რომლებიც საჭიროებენ ლიცენზირებას ან ნე­ბართვას.

2. საქმიანობები, რომლებიდანაც მიღებულმა შემოსავ­ლებ­მა კალენდარული წლის განმავლობაში შესაძლოა გადააჭარბოს 30 000 ლარს.

3. სავალუტო ოპერაციების განხორციელება.

4. სამედიცინო, არქიტექტურული, საადვოკატო ან სანო­ტა­რო, სააუდიტო, საკონსულტაციო (მათ შორის, საგადასახადო კონ­სულ­ტანტთა) საქმიანობა.

5. სათამაშო ბიზნესი.

6. ვაჭრობა.

შენიშვნა: აღნიშნული დანართის მე-6 პუნქტი არ ეხება იმ შემ­თხვევას, როდესაც ხორციელდება შესყიდული საქონლის გა­და­მუშავება და მიწოდება.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი              ნ. გილაური

 

კრებსითი — სრული ვერსია