,,კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
12
მიმღები ორგანო
კასპის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-02-18
გამოქვეყნების თარიღი
2011-02-24
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.149.016041
,,კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №12

2011 წლის 18 თებერვალი

ქ. კასპი

„კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

1. „კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის №4 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„3. სამსახურის კომპეტენცია, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო.“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. სამსახურის უფროსი სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელების პროცესში გამოსცემს დადგენილებას“.

გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„3. სამსახურის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს კასპის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი“.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე          დ. მესროფაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია