,,კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 9 სექტემბრის №16 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
11
მიმღები ორგანო
კასპის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-02-18
გამოქვეყნების თარიღი
2011-02-24
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.149.016040
,,კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 9 სექტემბრის №16 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11

2011 წლის 18 თებერვალი

ქ. კასპი

„კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 9 სექტემბრის №16 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

1. „კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 9 სექტემბრის №16 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის 21 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის „ყ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„ყ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის – ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადების ორგანიზებას, მათი განხორციელების კოორდინაციას“;

გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის „ც“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„ც) მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობის დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადების ორგანიზებას, მათი განხორციელების კოორდინაციას“.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.

 საკრებულოს თავმჯდომარე             დ. მესროფაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია