თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №10
201 1 წლის 18 თებერვალი
დ. თიანეთი
თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ სოციალური მომსახურეობის პროგრამის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად,
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
დამტკიცდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ სოციალური მომსახურების პროგრამა თანახმად დანართისა.
მუხლი 2
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე
გ. წიკლაური
შეტანილი ცვლილებები:
1. თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 11 თებერვლის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 15.02.2013წ
2. თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 20 ოქტომბრის დადგენილება №43 - ვებგვერდი, 27.10.2014წ.
3. თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 19 მაისის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 21.05.2015წ.
4. ძალადაკარგულია - თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 17 მარტის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 22.03.2016წ.
თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ სოციალური მომსახურების პროგრამა
მუხლი 1. პრობლემის განსაზღვრა
1. თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა, რომელიც არ ეკუთვნის სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების კატეგორიას განიცდის მძიმე ეკონომიურ გაჭირვებას.
მუხლი 2. პროგრამის მიზანი
1. თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისათვის ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესება.
მუხლი 3. ერთჯერადი დახმარების მიღების წესი
1. მოქალაქემ, რომელიც განიცდის მატერიალურ გაჭირვებას განცხადებით უნდა მიმართოს მუნიციპალიტეტს.
2. განცხადებას უნდა ერთოდეს:
ა) ცნობა ოჯახური მდგომარეობის შესახებ გაცემული ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მიერ (მრავალშვილიანი ოჯახების შემთხვევაში).
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) დედ-მამით ობოლი ბავშვების შემთხვევაში ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს თიანეთის განყოფილებიდან ბავშვის მეურვის ვინაობის შესახებ და ცნობა ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მიერ გაცემული, ბავშვისა და მეურვის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ;
დ) დაუნის სინდრომით, აუტიზმით დაავადებული ბავშვების შემთხვევაში, აგრეთვე შშმ ბავშვების შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი და ჯანმრთელობის ცნობა ( ფორმა 100).
ე) ჰემოდიალიზით მოსარგებლე მოქალაქეების შემთხვევაში ჯანმრთელობის ცნობა.
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 20 ოქტომბრის დადგენილება №43 - ვებგვერდი, 27.10.2014წ.
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 19 მაისის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 21.05.2015წ.
მუხლი 4. კატეგორია, რომელზედაც გაიცემა ერთჯერადი ფინანსური დახმარება
1. მრავალშვილიანი ოჯახი (5 და მეტი არასრულწლოვანი შვილით), რომელიც არ იღებს საარსებო შემწეობას.
2. დედ-მამით ობოლი ბავშვები (18 წლამდე).
3. 100 წელს გადაცილებული მოხუცები.
4. ოჯახები, რომელთა შეფასების სარეიტინგო ქულაა 57 000-დან 70 000-მდე.
5. 0-დან 57 000-მდე ქულის მქონე სოციალურად დაუცველი ოჯახი, ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში.
6. (ამოღებულია - 11.02.2013, N8).
7.სხვა გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც ოჯახი უკიდურესად გაჭირვებულ მდგომარეობაშია (დადასტურებული ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მიერ).
8. დაუნის სინდრომით, აუტიზმით დაავადებული ბავშვები, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები.
9. ჰემოდიალიზით მოსარგებლე მოქალაქეები.
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 11 თებერვლის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 15.02.2013წ
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 20 ოქტომბრის დადგენილება №43 - ვებგვერდი, 27.10.2014წ.
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 19 მაისის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 21.05.2015წ.
მუხლი 5. ერთჯერადი დახმარების გაცემის წესი
1. დახმარების ოდენობა განისაზღვრება მუნიციპალიტეტის გამგეობის მოქალაქეთა სოციალური დახმარების მოთხოვნაზე შემოსული განცხადებების განმხილველი კომისიის მიერ.
2. კომისიის სხდომის ოქმის საფუძველზე მუნიციპალიტეტის გამგებელი გამოსცემს ბრძანებას მოქალაქისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ.
3. დედ-მამით ობოლ ბავშვებზე დახმარება გაიცეს ერთჯერადად ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან –1 ივნისთან დაკავშირებით, ყოველ ბავშვზე 100 ლარის ოდენობით.
4. ერთჯერადი დახმარების მისაღებად განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს ნებისმიერ ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის ნომერი, სადაც ჩაერიცხება განმცხადებელს დახმარების თანხა.
5. დაუნის სინდრომით, აუტიზმით დაავადებული ბავშვების ოჯახებზე გაიცეს ერთჯერადი დახმარება 200 ლარის ოდენობით წელიწადში ერთხელ; ბავშვთა საერთაშორისო დღესთან, 1 ივნისთან დაკავშირებით დაუნის სინდრომით, აუტიზმით დაავადებულ ბავშვთა ოჯახებზე, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ოჯახებზე გაიცეს ერთჯერადი ფინანსური დახმარება 100 ლარის ოდენობით.
6. ჰემოდიალიზით მოსარგებლე მოქალაქეებზე, წელიწადში ერთხელ გაიცეს ერთჯერადი ფინანსური დახმარება 200 ლარის ოდენობით.
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 20 ოქტომბრის დადგენილება №43 - ვებგვერდი, 27.10.2014წ.
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 19 მაისის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 21.05.2015წ.