„თიანეთის მუნიციპალიტეტის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
8
მიმღები ორგანო
თიანეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-02-18
გამოქვეყნების თარიღი
2011-02-22
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.154.016042
„თიანეთის მუნიციპალიტეტის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

 თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №8

2011 წლის 18 თებერვალი

დ. თიანეთი

„თიანეთის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1.

 „თიანეთის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის №2 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე- 5 მუხლის სათაურის შემდგომ ჩამატებულ იქნეს შემდეგი წინადადება.

 –სამსახურის საბუღალტრო განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს

 3. მე-7 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 7. სამსახურის უფროსი

4. მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახურის უფროსს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ დებულების შესაბემისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.

5. მე-8 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 8. სამსახურის განყოფილების უფროსი

6 . მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. სამსახურის განყოფილების უფროსს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ დებულების შესაბემისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.

7. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში იმოქმედოს დამოუკიდებლად, საკუთარი პასუხისმგებლობით მიიღოს გადაწყვეტილება, მონაწილეობდეს თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების გადაწყვეტილებების მომზადებაში და დაცული იყოს აღმასრულებელი პრივილეგიით.

8. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2.

დადგენილება ძალაში შევიდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე გ. წიკლაური

 

კრებსითი — სრული ვერსია