თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №7
2011 წლის 18 თებერვალი
დ. თიანეთი
,,თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ” თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1. ამოღებულ იქნეს ,,თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ” თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 იანვრის №5 დადგენილების საფუძველში მითითებული ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტი.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. წიკლაური