„საექსპერტო საბჭოს ჩამოყალიბებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 29 მაისის №2–74 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
2-28
მიმღები ორგანო
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი
2011-02-18
გამოქვეყნების თარიღი
2011-02-25
სარეგისტრაციო კოდი
340010000.22.032.016018
„საექსპერტო საბჭოს ჩამოყალიბებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 29 მაისის №2–74 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-28

2011 წლის 18 თებერვალი

ქ. თბილისი

„საექსპერტო საბჭოს ჩამოყალიბებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 29 მაისის  №2-74 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „საექსპერტო საბჭოს ჩამოყალიბებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 29 მაისის №2-74 (სსმ III, 04.06.2007 წ., №78, მუხ. 841) ბრძანებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბ. კვეზერელი

 

 

კრებსითი — სრული ვერსია