„მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებისა და მძღოლის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 10 აგვისტოს №1098 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
145
მიმღები ორგანო
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი
2011-02-16
გამოქვეყნების თარიღი
2011-02-22
სარეგისტრაციო კოდი
140130000.22.034.016036
„მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებისა და მძღოლის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 10 აგვისტოს №1098 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება № 145

2011 წლის 16 თებერვალი

ქ. თბილისი

„მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებისა და მძღოლის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 10 აგვისტოს №1098 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველის შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების“ მე-11 მუხლის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებისა და მძღოლის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 10 აგვისტოს №1098 (სსმ III, 04.03.2008წ., №33 მუხ. 362) ბრძანებით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-3 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობა – გადაბმული სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც საგზაო მოძრაობაში მონაწილეობენ, როგორც ერთი მთლიანი.“.

2. მე-9 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „E” კატეგორიის მართვის უფლების მქონე მძღოლს უფლება აქვს მართოს „B”, „C” ან „D” კატეგორიებს მიკუთვნებული საწევარიანი სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობები, რომელთა მართვის უფლებაც აქვს მძღოლს, მაგრამ რომლებიც თავად არ შედიან ერთ-ერთ ამ კატეგორიაში ან კატეგორიებში.“.

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 4. „E” კატეგორიის გამოცდაზე დაიშვებიან გადამზადებული მძღოლები 21 წლიდან, მაგრამ არანაკლებ:

ა) „B” კატეგორიის მართვის მოწმობის მიღებიდან ორი წლის შემდეგ;

ბ) „C” კატეგორიის მართვის მოწმობის მიღებიდან ერთი წლის შემდეგ;

გ) „D” კატეგორიის მართვის მოწმობის მიღებიდან ერთი წლის შემდეგ.“.

გ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. 211-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ცენტრალური გამწვევი კომისიიდან მიღებული ელექტრონული ან მატერიალური ინფორმაციის თანახმად, დაინტერესებული პირი, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით სამხედრო სამსახურისათვის შეზღუდულად ვარგისად ან უვარგისად არის ცნობილი იმ დაავადებებისა და ფიზიკური ანომალიების გამო, რომელიც იმავდროულად უკუნაჩვენებია მექანიკური სატრანსპორტო საშალების მართვისათვის;“.

4. 39-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ბოქსი ავტობუსის, სატვირთო ავტომობილისა და სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობის უკუსვლით სადგომზე დასაყენებლად;“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი . მერაბიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია